loader

ჩამოიშალა კლდის მასა – ნახეთ, სად აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩამოიშალა კლდის მასა – ნახეთ, სად აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.