loader

რა დეტალები ხდება ცნობილი გლდანში მომხდარ მკვლელობაზე - "ორივე ერთად ცხოვრობდა იმ ნაქირავებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალები ხდება ცნობილი გლდანში მომხდარ მკვლელობაზე - "ორივე ერთად ცხოვრობდა იმ ნაქირავებში"

გლდანში მკვლელობა მოხდა. ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, ის ნაქირავებ ბინაში მოკლეს. სავარაუდოდ, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანით მოკლა მეგობარი.

შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. დღის 12 საათისთვის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ტრაგედიის ადგილას არ იმყოფებოდნენ მოკლულის ოჯახის წევრები. არსებული ინფორმაციით, ის რაიონიდან არის და თბილისში მუშაობდა.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მომხდარის დეტალებზე ამ კორპუსის მაცხოვრებლები არ საუბრობენ. ყველა ამბობს, რომ არც მოკლულს და არც მკვლელობაში ბრალდებულს არ იცნობდნენ.

"დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლული. სავარაუდოდ, დილით მოხდა მკვლელობა. როგორც ვიცი, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, ის უკვე დაკავებულია." განაგრძეთ კითხვა...