"ნინო შუბლაძეს და ვაკო ავალიანს მინდა ვკითხო..." - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ვაკო ავალკიანსა და ნინო შუბლაძეს მიმართავს:
"ფონდი რომ დააყადაღეს ყველა ანგარიშზე ერთად იდო 400 ათასს ლარზე მეტი. ანუ, გჯერათ რამხელა ფინანსური რესურსი? მთავარი ელდა ამ თანხის დაკარგვა იყო. ბაღდათი თბილისის გზაზე მარტო ამ ციფრს ვიმეორებდი.ბავშვი, თვალის ოპერაციის თანხა, რეანიმობილი, პატიმრები,
ოჯახები, ყველა გმირი თავში ტრიალებდა და მათ შორის იყო 11 წლის ალექსანდრე, რომლისთვისაც უკვე მქონდა პირობა მიცემული რომ გადავუხდიდით სტიპენდიას, თუ ჯართზე აღარასოდეს წავიდოდა. რუსთავი 2 -მა ამოჭრა ჩემი ფრაზა, სადაც ვამბობ რომ ფულზე დარდი
მკლავდა. სხვა საინტერესო ვერაფერი ნახეს მომხდარში. ნინო შუბლაძეს და ვაკო ავალიანს მინდა ვკითხო, სად გადის ზღვარი, რა აღარ მოსულა? რას აღარ ვიკადრებთ. განა იმიტომ რომ ჩვენ შეცდომები არ დაგვშიშვია, მაგრამ ვისწავლეთ როგორ აღარ უნდა მოვიქცეთ, რა იყო ცუდი რაც
უკან დავტოვეთ. თქვენთან ეს დრო როდის მოვა? შემდეგ ხელისუფლებასაც ისე გააპრავებთ, როგორც ნაცებს და ქოცებს აპრვებდით? სად ჩერდება თქვენი მორალური მუხრუჭი?! ღმერთი, მარტო აფრენის დროს წაკითხული ლოცვა და მარხვის დროს სოიოს კატლეტის ჭამა
არაა. შინაარსია მთავარი, რომელიც ხუთჯერ პირჯვრის გადაწერით არ მტკიცდება!დანარჩენს ცხოვრება დაგვილაგებს!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.