თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს:
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, კერძოდ კი metromoney-ს გვერდზე, ასევე „ ტრანსპორტი კომპანია თბილისი“ (https://www.facebook.com/profile.php?id=61574441368736) ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა" - აღნიშნულია განცხადებაში