პირველი კადრები გლდანიდან, სადაც მკვლელობა მოხდა - რა ხდება შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში?
თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. შემთხვევა დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: თაკო ჩხაიძე