გლდანში მამაკაცი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. შემთხვევა დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.