მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს
მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. მათი ცნობით, ხელყუმბარა არ აფეთქებულა და შესაბამისად, არავინ დაშავებულა
როგორც Aktual.ge წერს გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დგანან. მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ კრიმინალური სამყაროს წევრებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, თუმცა ბიზნესმენმა ეს მოთხოვნა კატეგორიულად უარყო.
წყარო:Aktual.ge