"დროებით ქირით ვცხოვრობდით - ერთი სახლიდან მეორეში გადავდივარ" - რას ამბობს ქეთა თოფურია სახლზე, რომელსაც 4 წელია იშენებს
რუსული მედიის ინფორმაციით, ქეთა თოფურია მალე ახალ, დიდ ბინაში გადავა, რომელსაც ქმართან, ბიზნესმენ ლევ ძენგოვთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში იშენებდა. სულ მალე წყვილი ახალ საცხოვრებელში გადასვლას აღნიშნავს. ბინა მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს.
თოფურიას თქმით, მშენებლობა დიდ ნერვებს და ფინანსებს მოითხოვდა. განსაკუთრებით კი მომღერალს ის აბრაზებდა, როცა მშენებლობაზე პრობლემები ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ასე რომ, მალე თოფურია ადგილობრივ მედიას სახლში ექსკურსიას დაჰპირდა.
"ერთი სახლიდან მეორეში გადავდივარ. უკვე დიდი ხანია ვაშენებთ. ძალიან ბევრი კვადრატია, ზუსტად აღარც მახსოვს რამდენი. ამ პროცესში დროებით ქირით ვცხოვრობდით. თითქმის ოთხი წელი დაგვჭირდა მშენებლობისთვის - სულ რაღაც ხდებოდა, სულ ახალი პრობლემები ჩნდებოდა… კინაღამ გავგიჟდი. ყველა მუშა მაგიჟებდა.
ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ყველაფერს თავიდან ვაკეთებდით. მაგალითად მხოლოდ ფასადი - ოთხჯერ გადავაკეთეთ. ჩემი ქმარი ნამდვილი პედანტია. ყველაფერს იდეალური უნდა ჰქონდეს, ოჰ, ღმერთო, სადმე რომ მცირე შეუსაბამობა იყოს,“ – განაცხადა 38 წლის ქეთამ ადგილობრივ შოუში.
განაგრძეთ კითხვა: ambebi.ge