როგორია ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ლისის ტბის ტერიაზე დაშავდა - ვეტერინარული კლინიკა განცხადებას ავრცელებს
"დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლისის ტბაზე დაგლეჯილ ძაღლს.ძალიან ბევრი ადამაინი გვწერს და გვიგდებს პირად შეტყობინებაში ვიდეოს.ძაღლი მოიყვანეს ჩვენთან გუშინ. აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, განსაკუთრებით კისრის არეში.ამჟამად ის გადის მკურნალობას და სტაბილურადაა," - ვეტერინარული კლინიკა "აბ-ვეტ ბუნება" იმ ძაღლთან დაკავშირებით წერს, რომელიც ლისის ტბის ტერიტორიაზე დაშავდა.