"ამ თემაზე არასდროს მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე... მძიმე მომენტია..." - გენო პეტრიაშვილი
"ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში", - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ჩემპიონებში" საოკუპაციო ძალების მიერ მისი გატაცების ეპიზოდი გაიხსენა და ისაუბრა რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა მის შემდგომ ცხოვრებასა და კარიერაზე.