loader

სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, ლისის ტბის ადმინისტაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, ლისის ტბის ადმინისტაცია განცხადებას ავრცელებს

"ძვირფასო ლისის ტბის სტუმრებო! გაცნობებთ, რომ 17 მარტს, ლისის ტბის ტერიტორიაზე მოხდა ინციდენტი ძაღლებს შორის. კერძოდ, ნაგაზის ჯიშის ძაღლმა დააზიანა პატარა ზომის ძაღლი. გვსურს აღვნიშნოთ, რომ დაზარალებული ძაღლი გადარჩა და მისი ჯანმრთელობის

მდგომარეობა სტაბილურია.

ინციდენტის შემდეგ, ლისის ტბის ადმინისტრაცია, თვითმხილველებთან ერთად, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდა და ნაგაზი გაიყვანეს

ტერიტორიიდან. პარალელურად, ტბის ადმინისტრაციამ, ინტერნეტის საშუალებით შეძლო ნაგაზის მეპატრონის პოვნა და დაკავშირება. მეპატრონე ინფორმირებულია ძაღლის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად, ტბის ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული ორივე მხარესთან

კომუნიკაციაში, რათა დაზარალებული ძაღლის პატრონს მიეწოდოს სრული ინფორმაცია ნაგაზის ჯიშის ძაღლის აცრებთან და საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით. პატივისცემით, ლისის ტბის ადმინისტრაცია," - ნათქვამია განცხადებაში.

444-1742301914.jpg