loader

"საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ... ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის" - მზია ამაღლობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ... ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის" - მზია ამაღლობელი

"შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ, ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის" - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლმა მზია ამაღლობელმა სასამართლოში განაცხადა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.