loader

28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ძმების განაჩენი ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ძმების განაჩენი ცნობილია

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

„პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში 2024 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს მოხ­და - 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს - იმ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს".

შსს-მ მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა 1968 და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ძმე­ბი ემ­ზარ და გუჯა მე­დოშ­ვი­ლე­ბი.

ასევე იხილეთ: რა თქვეს სასამართლოში 27 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა?

"მოახრჩვეს? მოგუდეს? გვაინტერესებს რა მოხდა, ჩემი შვილი ასე რომ გაიმეტეს და მომიკლეს" - მოკლული 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის დედის პირველი ინტერვიუ