"სხვადასხვა მხარეს ვართ... ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - ნუცა თოფურია მარიამ შენგელიაზე
"სხვადასხვა მხარეს ვართ. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - ამის შესახებ ნუცა თოფურიამ მარიამ შენგელიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
- არიან ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობდი და პოლიტიკური შეხედულების გამო, კავშირი აღარ გაქვს?
- რომ გველაპარაკოს და კავშირი გაგვეწყვიტოს, ასე არ მომხდარა, მაგრამ ეს ამბები ჩვენს ურთიერთობას ძალიან დაეტყო, შესამჩნევია.
- ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, "მეგობრობაზე მეტი" იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.
- დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.
- მარიამი საქართველოს "ევროვიზიაზე" წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?
- მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა.