"ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას, შეგვძრა ამ საშინელმა ამბავმა..." - რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელიც "ღორის გრიპით" გარდაიცვალა?
ვირუსული ინფექციის გართულებით სიღნაღში 13 წლის გოგონა, ანა კიკილაშვილი გარდაიცვალა. ბავშვი სოფელ ჯუგაანის სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ირკვევა, მოზარდი დედამ იმ დღეს ოჯახის ექიმთან მიიყვანა, ექიმმა ურჩია ცენტრალურ კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ მალე ისე დამძიმდა ანას მდგომარეობა, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
სასწრაფომ გოგონა ჯერ წნორში, "არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. გოგონა თბილისში ჩამოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ამბობენ, ბავშვი სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანა.
"ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება", - ამბობს "არქიმედეს" კლინიკის დირექტორი, ოთარ რუხაძე.
მომხდარ ტრაგედიაზე Ambebi.ge-ს სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბოლაშვილი ესაუბრა:
"ანა კიკილაშვილი ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ძალიან კარგი მოსწავლე, ძალიან კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი იყო. უნაკლო ბავშვი იყო. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და განვიცდით ყველანი. ანა დედისერთაა და სოფელში მშობლებთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა. სკოლაში დადიოდა ჩვეულებრივ, ახლა ეს კვირა არდადეგები გვქონდა, მაგრამ სანამ არდადეგები დაიწყებოდა, მანამდე ესწრებოდა გაკვეთილებს.
8 მარტს ბავშვები შეიკრიბნენ და იქ იყო ჩვენი ლამაზი ანაც, ძალიან აქტიურობდა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ერთობოდა თანატოლებთან ერთად. ამას ვინ წარმოიდგენდა?! შეგვძრა ამ საშინელმა ამბავმა. ბავშვს გრიპის ვირუსი ჰქონდა. დღეს ჩვენი სოფლის ოჯახის ექიმსაც ვესაუბრე. ის ამბობს, რომ გოგონა დედამ მიუყვანა კლინიკაში. ექიმმა გასინჯა ბავშვი და რადგან ის მუცელს იტკივებდა, დედას უთხრა, რომ ბავშვი წაეყვანა "არქიმედეს" კლინიკაში. განაგრძეთ კითხვა>>>