loader

"გაოგნებულია, დუმილის უფლებას იყენებს" - რას აცხადებს ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაოგნებულია, დუმილის უფლებას იყენებს" - რას აცხადებს ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი?

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც მან დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული გელა უძილაური ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებას დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ბრალდებულს შევხვდი. მასთან საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ის გაოგნებულია. კონფიდენციალურად ვერ შევხდით, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. ამასთან, ჯერ საქმის მასალებიც კი არ გადმოუციათ, რადგან პროცესშია გამოძიება. ბრალის წარდგენაც ხვალ იგეგმება. გამოკითხვით გამოჰკითხეს, ის მისთვის მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

როდესაც საქმის მასალებს გადმომცემენ და გავეცნობი მას, უფრო დეტალურად შემეძლება კომუნიკაცია. ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაზე დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. რეალურად გაოგნებული იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.