loader

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ელექტრომობილი CODA Automotive გამოსცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ელექტრომობილი CODA Automotive გამოსცადა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის CODA Automotive მმართველთა საბჭოს და დირექტორატს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა საწარმო დაათვალიერა, სადაც ელექტრომობილები ეწყობა და ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა კომპანიის მიერ აწყობილი ელექტრომობილი პირადად მართა.

კომპანია CODA Automotive სამხრეთ კალიფორნიაში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან, განვითარებულ კომპანიებთან თანამშრომლობს. ახალი ელექტრომანქანების გამოშვებაზე ინოვატორთა გამოცდილი ჯგუფი მუშაობს, რომელიც ეკოლოგიის დაცვის მიზნით, ელექტრო ლითიუმ-იონიანი ბატარეის სისტემიან მანქანებს აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე ეფექტური ტექნოლოგია გააქვს.