loader

სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში გადადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში გადადის

სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში გადადის - ამის შესახებ სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ აქციის მიმდინარეობისას განაცხადეს.

მათივე თქმით, "ქართული ოცნება" ყოველდღიურად იღებს რეპრესიულ კანონებს და საჭირო გახდა, სტუდენტებმა, როგორც უნივერსიტეტების ფოიეებში, ასევე, რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი პროტესტი გამოხატონ.

სტუდენტების განცხადებით, ისინი პროტესტის ახალ რეჟიმში დღეიდან გადადიან და ამაღამ რუსთაველის გამზირზე აპირებენ დარჩენას.