რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო გზა გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა უკვე გადაკეტეს.
პროტესტის 110-ე დღესაც მოქალაქეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლებენ და ადგილზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
ვიდეო: "მთავარი არხი"