"კაცმა ცოლს საზოგადოებრივ ტრანსპორტში აალებადი სითხე შეასხა, მისი ცოცხლად დაწვა უნდოდა" - გერმანიის პოლიცია 46 წლის ქართველ კაცს ეძებს
გერმანიის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც ტრამვაიში, ქალს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა ქალაქ გერაში მოხდა. დამნაშავე გაიქცა და პოლიციას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
გერმანიის პოლიციის თქმით, დამნაშავე წარმოშობით ქართველი, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილია.
ვიდეო: "TV პირველი"