loader

"ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 59 ადამიანი ემსხვერპლა, პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა" - ჩრდილოეთ მაკედონიაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 59 ადამიანი ემსხვერპლა, პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა" - ჩრდილოეთ მაკედონიაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პანჩე ტოსკოვსკიმ განაცხადა, რომ დაკავებულები დაიკითხებიან. მისი თქმით, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა ქრთამის აღებასა და კორუფციას, რომელიც ხანძარს უკავშირდება. თავდაპირველ ცნობებზე დაყრდნობით, ტოსკოვსკიმ განაცხადა, რომ ხანძარი პიროტექნიკის გამოყენებით წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია, რომლებიც ძალიან აალებადი მასალისგან დამზადებულ ჭერს მოხვდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ, მომხდარის გამო, შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ კოჩანში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ასობით ქვეყანაში პოპულარული ჰიპ-ჰოპ დუეტის DNK-ის კონცერტზე იყო შეკრებილი. დაიღუპა 59 და დაშავდა 155 ადამიანი. პროკურატურის პრესსპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ ბენდის მხოლოდ ერთი წევრი გადარჩა და საავადმყოფოში მკურნალობს. „წითელი ჯვრის“ ერთ-ერთმა მოხალისემ, მუსტაფა საიდოვმა განაცხადა, რომ დაზარალებულთა უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულებისგან 20-ზე მეტი და დაღუპულებისგან სამი - 18 წლამდე ასაკის იყო.