loader

"უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, იტალიიდან ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული...“ - ტრაგედია ლანჩხუთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, იტალიიდან ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული...“ - ტრაგედია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, ავარიას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ნიკოლოზ გვარჯალაძეა.

როგორც შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, მას დედა ემიგრანტი ჰყავდა.

"მკვდარი იყო შვილი და ნინოს უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო. ემიგრანტ დედას იტალიაში ასეთი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩამოფრინდა და დედა ცოცხალი დახვდა და მისი 14 წლის შვილი გაყინული.

ნინო ამბობდა, მოვდივარ დედა მალე ჩაგეხუტებიო, ეს რა დღე გამითენდა, რა მწარე ხარ ჩემო დედაო და სინამდვილეში მისი ანგელოზი შვილი აღარ ჰყავდა...

ორი დღეა მხოლოდ ამ ბავშვზე და მის გაუბედურებულ დედაზე მეფიქრება. ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. რა ვთქვა არ ვიცი" - წერს შოთო სიხარულიძე.