loader

დააკავეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბრალად 21 წლის სპორტსმენის მკვლელობა ედება - შსს განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბრალად 21 წლის სპორტსმენის მკვლელობა ედება - შსს განცხადებას ავრცელებს

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 21 წლის ბიჭი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ლ.გ., მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს გი­ორ­გი ახა­ლა­ია ბარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. სწო­რედ ის და­ი­წყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც გა­რეთ, სის­ხლი­ან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.