UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა!
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა! დაპირისპირება UFC Fight Night 254-ის მთავარი ბრძოლა იყო და მასში ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა!
ცნობისთვის, UFC-ში დოლიძე და ვეტორი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 2023 წლის 18 მარტს იტალიელმა ქართველს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.