რუსთავში, ქუჩაში პოლიციამ ხელყუმბარიანი მამაკაცი დააკავა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომობილით მოძრაობის დროს გააჩერა. შსს-ს წარმომადგენლებმა მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ჩხრეკა ჩაუტარეს და მანქანიდან ხელყუმბარა ამოიღეს.
პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.