loader

"25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი... ცეცხლი უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს" - ვრცელდება კადრები წალენჯიხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი... ცეცხლი უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს" - ვრცელდება კადრები წალენჯიხიდან

წა­ლენ­ჯი­ხა­ში, 25 სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ხან­ძა­რია. ცე­ცხლი უახ­ლოვ­დე­ბა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­ლენ­ჯი­ხის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, თა­მარ ბელ­ქა­ნია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ბელ­ქა­ნია წერს, ად­გილ­ზე რე­გი­ო­ნე­ბი­დან დამ­ხმა­რე სა­ხან­ძრო სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დას ელო­დე­ბი­ან."ამ ეტაპ­ზე წა­ლენ­ჯი­ხა­ში ზუს­ტად 25 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზეა ხან­ძა­რი. მათ შო­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოა, სა­ჩი­ნო­ში ხან­ძრის კერა, რო­მე­ლიც თან­და­თან და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს უახ­ლოვ­დე­ბა, მან უკვე და­ა­ზი­ა­ნა რამ­დე­ნი­მე სა­საფ­ლაო, ლე­ხუ­ლორ­დე­ში! მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ორი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნაა, ორი­ვე ად­გილ­ზე მუ­შა­ობს თუმ­ცა ქარი არ­თუ­ლებს ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცი­ას. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლის მი­ზე­ზი არის მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მი­წის სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ მო­სამ­ზა­დებ­ლად ძვე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის დაწ­ვა, რაც დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა! ამ ეტაპ­ზე, ვე­ლო­დე­ბით რე­გი­ო­ნი­დან დამ­ხმა­რე სა­ხან­ძრო მან­ქა­ნებს.

112-ში და­მა­ტე­ბით უკვე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­სუ­ლია. ად­გილ­ზე დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­წყვე­ტი­ლია. სა­ხან­ძროს მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ჩა­ერ­თვე­ბა საქ.ენერ­გო, რო­მე­ლიც და­ზი­ა­ნე­ბულ დე­ნის სა­დე­ნებს აღად­გენს“, - წერს ბელ­ქა­ნია "ფე­ის­ბუქ­ზე“.