ვინ იყო 32 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა
გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მართავდა, ჯერ ბორდიულს შეეჯახა, შემდეგ ხიდიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაიღუპა 32 წლის დავით მარგალიტაშვილი. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. სავარაუდოდ ამ მძიმე ავარიის მიზეზი დიდი სიჩქარეა.
"იმ დროს მომიწია იმ ტერიტორიაზე გავლა, ფაქტს შევესწარი, ძირს ეგდო ახალგაზრდა ბიჭი, ხალხი ამბობდა ხიდიდიდან გადმოვარდა და დაიღუპაო. პირადად მას არ ვიცნობდი, ძალიან განვიცადე, მეტი არაფერი ვიცი. სამტრედიის ხიდთან მოხდა ეს უმძიმესი ფაქტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ავარიის მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, ალბათ სიჩქარეა და ბორდიულს შეეჯახა", - ამბობს თვითმხილველი მამაკაცი.
უამრავი ადამიანი განიცდის დათო მარგალიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას. დათო წუხელ გვიან გადაასვენეს თავის მშობლიურ სოფელში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. დათო დაოჯახებული არ იყო, ხელოსანი იყო და სულ შრომობდა. განაგრძეთ კითხვა