პანიკა და დაძაბულობა; რა ხდებოდა, როცა თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე 178 მგზავრი იმყოფებოდა - "შემზარავი მომენტი იყო"
merican Airlines-ის რეისი 1006 დენვერის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 178 მგზავრი იმყოფებოდა - მათი ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთიდან მოხდა. სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აეროპორტის ოფიციალური პირების თქმით, 12 მგზავრი მცირე დაზიანებებით, საავადმყოფოში მკურნალობს.
American Airlines-ის რეისი 1006 კოლორადოს სპრინგსის აეროპორტიდან აფრინდა და დალას-ფორტ უორტის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც "ეკიპაჟმა ძრავის ვიბრაციის შესახებ შეტყობინება გაგზავნა"."შემზარავი მომენტი იყო", - ასე აღწერა ერთ-ერთმა მგზავრმა American Airlines-ის რეისიდან ჩამოსვლის გამოცდილება.
”იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ დანამდვილებით არაფერი ვიცოდით. ეს ძალიან გრძელი 10 წუთი იყო. ვკანკალებდი... მადლიერი ვარ, რომ ყველა გადარჩა", - ამბობს ინგრიდ ჰიბიტი.FAA და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო ინციდენტს იძიებს.