ცნობილია, წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე მოკლულის მამაკაცის ვინაობა - "ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა"
გასულ ღამეს ვაკეში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე.
არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
მოკლული ლევან ჯანგველაძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზნესმენი და ძირითადი ბიზნესი რუსეთში ჰქონდა.