“ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს” - რას ყვება წყარო ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე
მკვლელობა მოხდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე . ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. ასევე დაჭრილია მისი თანმხლები პირი. ის კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება.
როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს. ასევე მათივე თქმით, გასროლა მოხდა ავტომობილიდან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.