"გავიგე, რომ თათიას დაურეკავს მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანებისთვის და მათ უთქვამთ, არც კი მოგვისმენია თქვენი სიმღერაო" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.
მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ ვიდეოს ავრცელებს და კითხულობს თუ ვინ არის ჟიური, რომელმაც კონკურსზე გასაგზავნ სიმღერებიდან მისი სიმღერა დაიწუნა.