"მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ ქვეყანას რეებს აჯღავლებთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ფორუმზე" - რას წერს ნიკა გვარამია "ევროვიზიაზე" წარსადგენ სიმღერაზე
სიმღერა "Freedom" - (თავისუფლება) ასე ქვია სიმღერას, რომელსაც მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" იმღერებს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სიმღერასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"ევროვიზიას ვადევნებ ხოლმე თვალს. საქართველო რომ სრულ კატასტროფაშია ბოლო ათეული წელია, ყველამ ვიცით. წელს წინა წლების ფონზეც კი გამორჩეული საშინელებაა. "პირველი არხი" ერჩით საქართველოს თუ რა გინდათ?!! მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ ქვეყანას რეებს აჯღავლებთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ფორუმზე (კარგია-ცუდია ევროვიზია, მეორეხარისხოვანია)?! მტრები ხართ ქვეყნის თუ რა გინდათ?!" - წერს ნიკა გვარამია.