"მეც მეშლება ნერვები, მაგრამ...თქვენი ემიგრანტი ნაცნობი გაიხსენეთ, ყველას გყავთ ერთი მაინც " - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
თამარ ჩერგოლეიშვილი უცხოელ დასაქმებულებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"მეგობრებო, უცხოელი კონკურენტების გაძევებას ვინც ითხოვთ, თქვენი ემიგრანტი ნაცნობი გაიხსენეთ - ყველას გყავთ სულ მცირე ერთი.
ისინიც გამოაძევონ?
რეჟიმი უნდა გავაძევოთ, რომელიც სისტემურ უმუშევრობაში და სიღატაკეში გაცხოვრებთ და კურიერის სამსახურზე ხართ დამოკიდებული.
რა შუაში არიან უცხოელები?
სოც. დახმარებაზე ხომ არ სხედან და ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულს ხომ არ ჭამენ? - ევროპაში ჭამენ და ეს იწვევს უკმაყოფილებას.
პრობლემა არის სისტემური უმუშევრობა და სიღატაკე, და არა ის, რომ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე უცხოელი საქმდება.
თქვენი ემიგრანტი ნაცნობებიც დიდწილად ასე დასაქმდნენ უცხოეთში და როცა უცხოელს მიზანში იღებთ, გაიხსენეთ.
პ.ს. მეც მეშლება ნერვები ვერცერთ ენაზე რომ ვერ ვაგებინებ, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.