"რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა... ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს" - რას წერს ადვოკატი ვასო ფხაკაძესთან დაკავშირებით
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა მსახიობ ვასო ფხაკაძეს რამდენჯერმე დაურეკა, აგინა და დაემუქრა.
"გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე.
ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.
ვასო ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში მიადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.
შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა.
ეს პირი იდენტიფიცირებულია.
ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას", - წერს ვასო ფხაკაძე.