loader

ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

რეზოლუცია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხება და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.

თავის მხრივ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ამგვარი შეფასება ხელისუფლების ოპონენტებს აფიქრებინებთ, რომ ამისთვის შესაბამისი საფუძვლები და არგუმენტები არსებობს.

მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი ასეთი განცხადება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შიდა პოლიტიკაში ჩარევაა. მათი თქმით, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.