მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა - ბიძგები 14 მარტს, რუსეთში, კამჩატკაზე დაფიქსირდა
14 მარტს, კამჩატკას სანაპიროსთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა - ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 94 კილომეტრში, ავაჩას ყურეში, ზღვის ფსკერზე, 42,8 კმ-ის სიღრმეზე იყო
რეგიონის დედაქალაქსა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სხვა დასახლებულ რაიონებში, სამ ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა.