"გულწრფელად გეტყვით, რომ ვიწვი, როგორც პოლიტიკოსი სირცხვილით..." - რა თქვა ელენე ხოშტარიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას?
"ვიწვი, როგორც პოლიტიკოსი, სირცხვილით, რომ ჩემს ქვეყანაში არიან სინდისის პატიმრები და მე ვდგავარ აქ. ვიწვი, როგორც პოლიტიკოსი, სირცხვილით, რომ მე გისმენთ თქვენ, რომლებსაც გინდათ, რომ აკეთოთ თქვენი საქმე და ამის უზრუნველყოფა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ სირცხვილის გრძნობაში დავრჩე. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ყოველი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უბრალოდ ჩვენი წუწუნი კი არა, ჩვენი ხედვა, ბრძოლა, იმედის რწმენა, ერთმანეთის სოლიდარობა და პროფესიონალიზმი უნდა აძლიერებდეს" - ელენე ხოშტარიას მიმართვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ხედვის პრეზენტაციაზე.
ვიდეო: "მთავარი არხი"