"თქვენ ხომ შუაში უნდა იწვეთ, მამი..." - ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე ემოციურ ვიდეოკადრებს ავრცელებს
"ორი ბედნიერება, თქვენ ხომ შუაში უნდა იწვეთ, მამი..." - წერს სოციალურ ქსელში ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე და შვილების ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.