ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე, თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება
კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე, თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება.
პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ არის „ნიუანსები“, რომლებიც განხილვას საჭიროებს.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელებთან.
მისივე თქმით, შესაძლოა სატელეფონო კომუნიკაცია პრეზიდენტ ტრამპთანაც შედგეს.