loader

დემნა გვასალია Gucci-ის კრეატიული ხელმძღვანელი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დემნა გვასალია Gucci-ის კრეატიული ხელმძღვანელი გახდა

დემ­ნა გვა­სა­ლია ტო­ვებს Balenciaga-ს და რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის და­ი­კა­ვებს Gucci-ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

იტა­ლი­უ­რი მო­დის სახ­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ დემ­ნა "გუ­ჩის" რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს მო­უ­ტანს.

"მო­დამ გან­სა­ზღვრა მისი გზა და დღეს ეს გზა უნი­კა­ლუ­რია. ეს არის ის, რაც Gucci-ს იმ­სა­ხუ­რებს და სჭირ­დე­ბა მას მო­მავ­ლის­თვის“, - თქვა Gucci-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტე­ფა­ნო კან­ტი­ნომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას და იქვე დას­ძი­ნა:

"ჩვენ ვთან­ხმდე­ბით, რომ დემ­ნა, ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვის გა­რე­შე, თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია..."

"ინ­სტაგ­რამ­ზე" დი­ზა­ი­ნე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი "demnagram"-იც ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას.

"ნამ­დვი­ლად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­ვუ­ერ­თდი Gucci-ის ოჯახს. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სახ­ლში, რო­მელ­საც ღრმად ვცემ პა­ტივს და დიდი ხა­ნია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. მო­უთ­მენ­ლად ველი, რომ სტე­ფა­ნო­სა და მთელ გუნდთან ერ­თად Gucci-ის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ის ახა­ლი თავი დავ­წე­რო“, - ნათ­ქვა­მია დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, დემ­ნა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას Balenciaga-ში 9 ივ­ლისს მა­ღა­ლი მო­დის მო­რი­გი ჩვე­ნე­ბით და­ას­რუ­ლებს და მა­ლე­ვე და­ი­წყებს საქ­მი­ა­ნო­ბას Gucci-ში. რო­დის შეძ­ლებს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი Gucci-სთვის პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ის წა­რად­გე­ნას, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ცხა­დად ჩანს, რომ იტა­ლი­ურ მო­დის სახ­ლში დემ­ნა­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ და სა­მო­მავ­ლოდ ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.