loader

"რეპრესიები, რაც საჯარო მოხელეებს მოუწყვეს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად - არ შეიძლება ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯებოდნენ" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეპრესიები, რაც საჯარო მოხელეებს მოუწყვეს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად - არ შეიძლება ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯებოდნენ" - ნიკა გვარამია

"რეპრესიები, რომლებიც ახლა მოუწყვეს საჯარო მოხელეებს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად", - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ექსპო ჯორჯიაში“ ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ საჯარო მოხელეების მხარდაჭერის ხედვა წარადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმები, კონკრეტულად კი - კომპენსაციები, სამსახურში აღდგენა და ხელფასის ზრდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციის ფარგლებში საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული პირებმა და კოალიციის სპიკერებმა შეკრებილებს ხედვა წარუდგინეს - საჯარო მოხელეთა მხარდაჭერისა და საჯარო სექტორის გაძლიერების კუთხით. პრეზენტაცია საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულმა პირებმა გახსნეს. მათი თქმით, ისინი საჯარო სექტორიდან სწორედ ქვეყნის ევროპული კურსის დაცვისათვის გაათავისუფლეს, მათ ძირითადი აქცენტი საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

ღონისძიებას საჯარო მოსამსახურეების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.