loader

კახა კალაძე ნარკოლოგიური შემოწმებისკენ მოწოდებაზე საბა ბუაძეს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძე ნარკოლოგიური შემოწმებისკენ მოწოდებაზე საბა ბუაძეს პასუხობს

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. ამით კალაძე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ - განაცხადა კალაძემ.