"მადლობა, რომ გაუძელით ჩემს ისტერიკას მთელი 4 დღე" - სოფო გორელაშვილი კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ, მორიგ ვიდეოს ავრცელებს - რას ამბობს მსახიობი?
მსახიობი, სოფო გორელაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:
"შეპირებული ვიდეო - ყველა კითხვაზე პასუხი,
შედეგი თქვენ შეაფასეთ,ყველას ძალიან დიდი მადლობა, რჩევებისთვის და მხარდაჭერისთვის!
@etalon.tbilisi კი განსაკუთრებული მადლობა, რომ გაუძელით ჩემს ისტერიკას მთელი 4 დღე
და იმისთვის, რომ რასაც შემპირდით, ზუსტად ის შედეგი მივიღეთ " - წერს მსახიობი სოფო გორელაშვილი "ინსტაგრამ" გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, მსახიობმა რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა რომ ერ-ერთი კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ, სახე მნიშვნელოვნად შეშუპებული ჰქონდა.