"კიბოს გამომწვევი ნივთიერება აღმოჩნდა" - ცნობილი ბრენდის პროდუქტი, რომელიც სახის მოვლისთვის გამოიყენება, აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღეს
La Roche-Posay-ის აკნეს სამკურნალო პროდუქტი Effaclar Duo აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღეს - როგორც გაირკვა, სამკურნალო საშუალება ბენზოლინის პეროქსიდს შეიცავს, რომელიც კანცეროგენია (ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას). ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
ერთი წლის წინ დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ, Vailsure-მა კვლევა ჩაატარა და მაშინ თქვეს, რომ La Roche-Posay-ის მრავალი პროდუქტი მაღალი დოზით ბენზოლინის პეროქსიდსა და ბენზოლინს შეიცავდა. მათ კვლევა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას გაუგზავნეს და ამ პროდუქტების გაყიდვიდან ამოღება ურჩიეს. FDA-მ მათ მოთხოვნას არ უპასუხა.