"ბრენდები უნდა გეცვასო, თორემ დაგცინებენო - როდესაც "ვისი კაბაა"-ს მეკითხებიან..."- რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი?
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:
"ბავშვობაში, მგონი მე-8 კლასში ჩემი ახლო მეგობარი გადავიდა 53-ეში და მეც გადავედი - რომ გადავდიოდი, ერთი გოგო შემხვდა სკოლის ტუალეტთან (არც მახსოვს სახელი), და ახლაო, მანდ რომ გადადიხარო - მანდ სულ კარგად უნდა გეცვასო.
მეთქი რავი... აქაც კარგად მაცვია.
არაო, ბრენდები უნდა გეცვასო, თორემ დაგცინებენო.
რავი, მეთქი მეც დავცინებ.
მივედი, ვნახე და რა დამემარცხებინა ვერ მივხვდი - ძაან მხიარული კლასელები მყავდა და ეკიდათ რა მეცვა.
დიდხანსაც არ დავრჩენილვარ უკეთ რომ დავკვირვებოდი, მალევე მომზადება დავიწყე და პარალელურად იმდენ რამეზე დავდიოდი, სკოლაში წესიერად აღარც მივლია.
ეგ გასაუბრება 155-ე სკოლის ტუალეტთან კი ჩამრჩა - ალბათ მაგის და ჩემი სიჯიუტის დამსახურებაცაა, რომ როდესაც "ვისი კაბააა"-ს მეკითხებიან, დავცინი, რომ "CHEMIA" და ზოგადად ცუდად ვრეაგირებ, როცა ვხედავ რომ ადამიანს ხმარობს ჩასაცმელი და არა ადამიანი ჩასაცმელს.
ხოდა რაზე გამახსენდა:
პერიფერიის სევდაა დაკომპლექსება და თავდაცვაში ჩადგომა ტანსაცმელზე ხუმრობისას.
ოვალური ოფისის ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, სულ ის გოგო მახსენდებოდა, მე-8 კლასში სკოლის ტუალეტთან რომ შემხვდა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.