რას ჰყვება მეგობარი თემურ მღებრიშვილზე? - "ბოლო დროს გული და ფეხები აწუხებდა..."
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.
თემურ მღებრიშვილის მეგობარი პოლიციის პოლკოვნიკი დონი ფანჩულიძე, ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ის სახლში გულით გარდაიცვალა.
- ბოლო დროს გული და ფეხები აწუხებდა, განსაკუთრებულად, მუხლები. ადრე ჭიდაობდა და ეს ყველა მოჭიდავის დაავადებაა, შემდეგ ძალიან სპეციფიკური სამსახური ჰქონდა და ჯანმრთელობას ვერ მიხედა. შინ გარდაიცვალა, გულით. თემური ბოლო წლებში რაც ავადმყოფობდა, არ მუშაობდა, შვილიშვილებზე იყო გადართული, მათ უვლიდათ. თბილისში ცხოვრობდა, "ფილარმონიასთან".