"თამთა სანიკიძეს ახლობლად ჩავთვლი, თვითონ რამდენად ჩამთვლის არ ვიცი... იძულებული გავხდი, მივმართე..." - საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა
საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, თამთა სანიკიძეს პირადად მიმართა და ეთერის დათმობა სთხოვა.
"თამთა სანიკიძეს ახლობლად ჩავთვლი. თვითონ რამდენად ჩამთვლის, არ ვიცი. ის არის ჩემი ბიძაშვილიშვილის მეუღლე და საკმაოდ კარგი ჟურნალისტი. მე იძულებული გავხდი და მას მივმართე, რომ მე თუნდაც ერთი დედა, მივეწვიე, რადგან ვიცი, რომ წარმატებული ჟურნალისტია და მაგას ვერავინ ვერაფერს ვერ აუკრძალავს, ვერცერთი უფროსი ვერ ეტყვის, რატომ გააკეთეო. ამიტომ ხომ შეიძლება გაითვალისწინოს ეს თხოვნა და მე ვიტყვი ყველა დედის სათქმელს იქ, მაგრამ არა",- თქვა მარიზი კობახიძემ