“ვისი საყვარელი ხარ” შენო და ჩაარტყეს რაღაც, შემდეგ დაუწყეს ცემა" - მეგობრის ინფორმაციით, აქტივისტ ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) ინფორმაციით, მის თანამშრომელს აქტივისტ ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ლაშ გოგებაშვილი „დაასისხლიანეს“ და ვიდეოს უღებდნენ. აქტივისტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს, რომ მას „ზონდერები ყაველაშვილმა მიუგზავნა“.
„ჩემს თანამშრომელს, ლაშა გოგებაშვილს დაესხნენ თავს!!! ლაშას ხუმრობის ვიდეო გემახსოვრებათ. ლაშა ციხეშიც ჰყავდათ გამოკეტილი, სრულიად უსამართლოდ და ახლა ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა. “ვისი საყვარელი ხარ” შენო და ჩაარტყეს რაღაც, შემდეგ დაუწყეს ცემა. დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ, რომ მერე მათ ბატონებს მიუბრძანონ კუდის ქიცინით, რომ მათ თავზე ხელი გადაუსვან!!!
გპირდებით, რომ თქვენი აღსასრული მალე დადგება და იმაზე 100-ჯერ სასტიკი იქნება, ვიდრე ის, რასაც ჩვენ გვიკეთებთ, ვერავის გააჩუმებთ ამით, მხოლოდ ბრაზს იწვევთ!!!!!!!!!!“, - წერს აქტივისტი.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას შსს-ში ცდილობს.