"არ მჯერა რომ კომენტარებს მიშლის, ამიტომ აქ ვუპასუხებ!" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია მეზვრიშვილზე
სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
მეზვრიშვილს ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა:
"არ მჯერა რომ კომენტარებს მიშლის ამიტომ აქ ვუპასუხებ. მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20 ივნისისთვის.ნათია მეზვრიშვილი ადეიშვილის პროკურატურის კადრია. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქალაქის პროკურატურაში რომელიც მაშინდელი
ბრალდებებით პოლიტიზირებული იყო.რატომ არ დატოვა ადეიშვილის პროკურატურა თუნდაც იმედში შევარდნის გამო?! ანუ სააკაშვილი რომ “დანაშაულებს ჩადიოდა” ამ დროს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში სადაც 2012 წლის ბოლო დღემდე იყო.ცალმხრივი პარტნიორობა,
თუნდაც ეს იყოს დროებითი არ არსებობს მეგობრებო! და არც იარსებებს!" - წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.