loader

"ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - გორში, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - გორში, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გორში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.